USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე- ცალსახად პრობლემა არის საექსპერტო დასკვნაში
თარიღი:  705

ცალსახად პრობლემა საექსპერტო დასკვნაშია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინსპექტირების დროს გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და ასეთ შემთხვევაში მერია ობიექტს არ ჩაიბარებდა.

„გამოძიება მიმდინარეობს, არ მინდა რაღაც ვერსიაზე საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში ცალსახად პრობლემა არის იმ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც თუ რაიმე პრობლემა იყო, არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შადრევნის ინსპექტირებაზე, იქ გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ობიექტს არ ჩავიბარებდით.

როგორც გითხარით, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით. შეიძლება დამატებითი ბიუროკრატიული რგოლები გავაჩინოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჯერ ვმსჯელობთ, ძალიან მძიმე ფაქტია და აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით დასკვნები... ცალსახად შემიძლია გითხართ, რომ ასე არ გაგრძელდება სამუშაოები, სანამ ჩვენ არ დავრწმუნდებით, რომ 100%-იანად იქნება უსაფრთხო. ნამდვილად შემიძლია ამის შესახებ განცხადება გავაკეთო“, - განაცხადა ანდრია ბასილაია.

ანდრია ბასილაიამ ასევე განაცხადა, რომ იგეგმება სატენდერო შესყიდვების მიდგომების ცვლილება.

„რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ასეთმა ფაქტმა არ შეცვალოს რეალობა და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ პროცესს და სავარაუდოდ ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე მერი ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, თუ რა შეიცვლება და რას მივიღებთ დამატებით ზომას. ვსაუბრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჯარო ინფრასტრუქტურა იყოს უფრო უსაფრთხო“, - განაცხადა მან.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის