USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თბილისის მერის მოადგილe - პლაკატების უნებართვო განთავსებაზე მოკვლევა მიმდინარეობს, იქნება სანქციები
дата:  313

თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის ინფორმაციით, დედაქალაქში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამოქვეყნებულ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს.

„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება - გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები”, - განაცხადა კახაბერ გულედანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური შინაარსის პლაკატები, რომელიც ქალაქში გამოჩნდა, მათ შორის “ქართული ოცნების” მხრიდანაც გაკრული იყო და სანქციები მათაც ეკისრებათ, თუ მათ ნებართვა აღებული ჰქონდათ, რაზეც დედაქალაქის მერის მოადგილე ამბობს, რომ “როგორც გითხარით, ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ”.

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати