USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება
дата:  801

თბილისის მერიის 130-მდე თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან.

„ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.

ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

გიგა სოფრომაძე - თბილისისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი

ნინო გოგოძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აპარატი.

ანნა კომლაძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი

თამთა კაჭახიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი

მარიამ გოგიაშვილი - “სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო” - საგზაო მოდელერი

გივი თოფურია - მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი

თამთა შერგელაშვილი -მომსახურების კოორდინატორი , ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

სალომე მაჭარაშვილი - მომსახურების კოორდინატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ეკატერინე კობიაშვილი-მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი

გურამ ამაშუკელი - მუნიციპალური ინპექციის თანამშრომელი

ანი სონიშვილი - მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი

ნუკი ნოზაძე - მომსახურების ოპერატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ეთო ზანგალაძე - კოორდინატორი, ცხელი ხაზის დეპარტამენტია(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ილია თოდუა - მომსახურების ოპერატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

მაია სახვაძე - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო.

ნანა ბრეგვაძე - მომსახურების ოპერატორი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ნინო მუმლაძე - ცხელი ხაზის კოორდინატორი

შორენა ქევხიშვილი - მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი

ლიკა დავითაძე- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი

ანა კერესელიძე- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი

ნათია შონია -მომსახურების ოპერატორი , ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ნინო გვათუა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ზიზი სესიტაშვილი, ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

ქეთევან შანიძე - ურბანული განვითარებისა და ტრანსპორტის სააგენტო, სპეციალისტი

ქრისტინე თუთბერიძე - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

ნანა ბულაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ნინო გოგალაძე- სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

მარიამ ფარქოსაძე -სსიპ ქონების მართვის სააგენტო

ლელა ინაშვილი-კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი

სოფიო ხვადაგიანი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

ნათია ბერიძე- სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

თამარ კაპანაძე- მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი

ნინო კიკნაძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი.

გვანცა ფოცხვერაშვილი კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

ელენე გვარაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური.

სოფიო ჯიმშელაძე - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო- მომსახურების ოპერატორი

დიანა გუგეშაშვილი - არქიტექტურის სამსახური

თამარ მახარაშვილი - საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო

ნინო ბეგლარიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი

ლალი უნაფქოშვილი ‐ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი

ლანა ქარდავა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო

ირაკლი შარაშენიძე, ა(ა)იპ მუნიცპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ქეთევან მეძმარიაშვილი-სსიპ ქონების მართვის სააგენტი

თეონა ვეფხვაძე - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ბექა კაკაბაძე - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური

ია გოგიჩაიშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ხატია გობეჯიშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

მარი ფულარია ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

იზო მაჭარაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ქალაქგეგმარებითი პოზიციების სამსახური

ელზა სამხარაძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

თამარ ფირცხალაიშვილი - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ელენე აბრამიშვილი - მომსახურების ოპერსტორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ალექსანდრე თარგამაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური

თეო კაციაშვილი- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

მარიამ მექვაბიშვილი- ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

გვანცა წირღვავა-ა(ა)იპ მუნიციპალირი სერვისების განვითარების სააგენტო

მარიამ პაპიაშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ui/ux დიზაინერი

ლია შავგულიძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

ნიკა დრიაშვილი იურიდიული საქალაქო სამსახურო

გიორგი ასლამაზაშვილი -ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

თამთა დეკანოიძე- სსიპ ქონების მართვის სააგენტო

მარიამი გელენიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ლაშა ნეფარიძე - ბიზნეს ანალიტიკოსი , ა(ა)იპ მუნიციოალური სერვისების განვითარების სააგენტო

თეა ბანცაძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

ნინო ბრეგვაძე- თბილისის არქიტექტურის სამსახური

ნინო ჩიბურდანიძე ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

ნინო მეღვინიშვილი - იურიდიული საქალაქო სამსახური

სოფო ბართია - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

დეა სტეფანაშვილი ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

მარიამ ჩუთლაშვილი ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

რუსუდან ძნელაშვილი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

მაია მაღრაძე - დიდუბის რაიონის გამგეობა.. კულტურურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდული განყოფილების უფროსი

მარიამ ძიმისტარიშვილი - სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

სალომე ქეშელაშვილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

გიორგი კაპანაძე - ცხელი ხაზის ოპერატორი

ლაშა ხუცურაული - სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ცოტნე ომსარაშვილი - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

მარიამ მამულაშვილი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

ნინო ჩიქოვანი - იურიდიული საქალაქო სამსახური

ალექსანდრე იობიძე - სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ირაკლი სებისკვერაძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

ქეთევან ზედგინიძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

თამარ ფალიანი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

თამარ დვალი - ქონების მართვის სააგენტო

თამთა დვალი - ინფრასტრუქტურის სამსახური

ლუკა გოგიჩაშვილი - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

ლილი ხუბულავა ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

ზურაბ ქურასბედიანი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

თინათინ უკლება - სსიპ არქიტექტურის სამსახური

ხატია ჩხეტიანი - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

ნანა წერეთელი - ცხელი ხაზი, უფროსი სპეციალისტი

მარიამ ნანავა-ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

ქეთევან მანჯაფარაშვილი - სსიპ არქიტექტურის სამსახური

ეთო ხიზამბარელი - იურიდიული სასამართლოებთან ურთიერთობის სპეციალისტი

ლიკა ხუბულავა - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

მაგდა სანიშვილი- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

თამარ ბასარია MSDA მომსახურების ოპერატორი

აქსანა შონია - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

ანანო ფერაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

სალომე გაჩეჩილაძე არქიტექტურის სამსახური

სალომე ნოზაძე - არქიტექტურის სამსახური

თიინათინ კიკნაველიძე - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ია ფაიქიძე - მუნიციპალური ინსპექცია

სოფიო სანაძე- ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ლაშა ბერუაშვილი -ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

გიორგი თურმანიძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

თამთა ორჯონიკიძე - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

ნინო ხულუზაური- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

სოფიკო სილაგაძე- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

თინათინ ფიცხელაური - სსიპ არქიტექტურის სამსახური

მედეა ქებურია - იურიდიული საქალაქო სამსახური

თამარ კვიჟინაძე - იურიდიული საქალაქო სამსახური

ანა ყარასაშვილი - იურიდიული საქალაქო სამსახური

ეკა გოგია - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური

მიხეილ კორშია - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

თეიმურაზ გაბუნია - სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტო

ქრისტინა ჩუბინიძე - იურიდიული საქალაქო სამსახური

ელისაბედ არჩვაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ქეთევან მახარაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური

ქეთევან სვიანაშვილი - სსიპ არქიტექტურის სამსახური

ზაურ ხარატი - იურიდიული საქალაქო სამსახური

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати