USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ კონფერენციაზე 2-წლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა
Date:  454

2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდე ოჯახში განხორციელდა „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ სოციალური მუშაკების ვიზიტი. მათგან 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება - ამის შესახებ თბილისის მერიის თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დირექტორმა დავით დოლიძემ კონფერენციაზე - „ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში“ განაცხადა.

დავით დოლიძემ კონფერენციაზე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ორი წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

„ჩვენი სააგენტოს საქმიანობა მთლიანად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ორი წლის განმავლობაში, სოციალური მუშაკები გავანაწილეთ დედაქალაქის მასშტაბით 30 ოფისში (ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე), ისინი ოჯახებში ვიზიტებს ახორციელებენ, რათა დაადგინონ ბავშვის და მისი ოჯახის საჭიროებები; განსაზღვრონ რისკები და ასეთის არსებობის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი ზომები; იმუშაონ ცნობიერების ამაღლებაზე. გარდა ამისა, იმართება საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლებთან, ბავშვთან და ოჯახთან დაკავშირებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდე ოჯახში ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება; სოციალური მუშაკების მიერ, სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ოჯახებთან კონსულტაციის საფუძველზე, 180-მდე ოჯახი რაიონულ გამგეობაში გადამისამართდა“, - განაცხადა დავით დოლიძემ.

ორდღიანი კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის - „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ (Enhancing Healthcare Provision in Georgia's Penitentiary System) ფარგლებში მიმდინარეობს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way