USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (28.03.2024)
Date:  733

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ფინალში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„საოცარი დღეა. ძალიან დიდი ემოცია მაქვს. გუშინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთის ნაკრებთან. ამ დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელმაც, გადაუჭარბებლად რომ ითქვას, მთელი ქვეყანა გააერთიანა. საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. 2024 წლის 26 მარტის დაძაბული, სიხარულის ცრემლის მომგვრელი თამაში კი ოდესმე შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება თითოეული ჩვენგანისთვის. გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს თარიღი ოქროს ასოებით შევა ჩვენს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელი ელოდებოდა.

ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული იყო მარცხთან და ნიჰილიზმთან, გუშინდელი ცრემლები კი გამარჯვების, სიამაყისა და უდიდესი სიხარულის იყო. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულით გაუხარდა. ეს არ არის მარტო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება, ეს არის ქვეყნის გამარჯვება. ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი.

გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ - ძალა ერთობაშია. ნაკრებმა და გულშემატკივარმა ერთად აჩვენეს გუნდურობა, ერთობა და ამ ერთიანობის ბრწყინვალე შედეგი. საქართველო ერთობით იმარჯვებდა და მომავალშიც ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით, ძალთა გამთლიანებით, ურთიერთსიყვარულით და ერთმანეთის გვერდში დგომით გაიმარჯვებს.

გუშინ ბრწყინვალე შედეგი დავდეთ და მინდა, ზუსტად ამ სიხარულისთვის, სამაგალითო წარმატებისთვის, მუხტისთვის, რომელმაც წუხელ გულშემატკივრებს მთელი თბილისი შემოატარა, სრულიად უცნობი ადამიანები დაამეგობრა, მთელი ქვეყანა იმედით, სიყვარულით და სიამაყით აანთო; მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს - საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს. ასეთი გამარჯვებები იმაზე უფრო დიდ გამოძახილს ჰპოვებს, ვიდრე უბრალოდ გამარჯვების სიხარულია.

როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, რასაც მთელი გულით მივესალმები. ჩვენმა საამაყო ბიჭებმა გუშინ შეძლეს და დაიცვეს საქართველოს ღირსება და სახელი. ისინი იმსახურებენ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, რომელთან ერთადაც გუშინვე გავიზიარე გამარჯვების სიხარული. ფეხბურთმა წუხელ ყველა გაგვაერთიანა და ეს იყო ძალიან ძლიერი ემოცია.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ბიჭებისთვის. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა; მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მისი თანამშრომლები ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ როგორც ქართველი გულშემატკივრების, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოებას.

ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება და წარმატებაა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ის ემოცია და თავდადება, რაც ჩვენმა ბიჭებმა მინდორზე აჩვენეს. მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სულ ასეთი გამარჯვებული და ბედნიერი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way