USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ხარვეზები, რაც კომპანიებს წინა თვეებშიც ჰქონდათ, თვალსაჩინო გახდა დასკვნით ეტაპზე - მერია არ არჩევს კომპანიებს, მერია ადგენს სატენდერო პირობებს
дата:  

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღად (პირველივე დღიდან) დასახელებული იყო 2024 წლის იანვრის ბოლო. დღეს 21 იანვარია, გაგიკვირდებათ და საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს, ისევ იმავე თარიღში (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მართალია ეს ხალხი, რად უნდა გზის რეაბილიტაციას 8 თვე, აყარე ძველი, გადააგე ახალი. ყოფილიყო გასული საუკუნის ინფრასტრუქტურით, რა უჭირდა. არც დიდუბის ხიდი იყო გასაახლებელი, მერე რა, რომ ინტენსიური მოძრაობაა ხიდზე და 70 წელია ხელი არავის უხლია, სამაგიეროდ დისკომფორტი ხომ არ გვექნებოდა. ახლა კი უფრო სერიოზულად, ვისაც მართლა აინტერესებს შექმნილი აჟიოტაჟიდან სიმართლის გაგება, მოკლე პასუხები მთავარ კითხვებზე (ვრცლად ბევრჯერ ისაუბრეს ჩემზე უფრო კომპეტენტურებმა)

- რატომ გაჭიანურდა სამუშაოების დასრულება?

გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღად (პირველივე დღიდან) დასახელებული იყო 2024 წლის იანვრის ბოლო. დღეს 21 იანვარია, გაგიკვირდებათ და საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს, ისევ იმავე თარიღში (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება.

- რატომ არ გაუწყვიტა თბილისის მერიამ უპასუხისმგებლო კომპანიებს ხელშეკრულებები არა იანვარში, არამედ 6 თვის წინ?

6 თვის წინ, 4 თვის წინ, 3 თვის წინ და ასე შემდეგ გამზირზე მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რაც არის რეაბილიტაციის ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის- თბილისი ენერჯი, ჯივიპი, თელასი... სწორედ ამის შემდეგ ხდება უშუალოდ გზის, ტორტუარების, თარგების მოწყობა და სხვა მსგავსი ტიპის სამუშაო. შესაბამისად, ხარვეზები, რაც კომპანიებს წინა თვეებშიც ჰქონდათ და ამის შესახებ მუდმივად ხდებოდა მითითებები მონიტორინგის მიერ, თვალსაჩინო გახდა დასკვნით ეტაპზე. ანუ, როცა ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდა და დაიწყო მოწესრიგების ეტაპი, ცხადი გახდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

- რატომ შეარჩია მერიამ ისეთი კომპანიები, რომლებიც ვერ ართმევენ თავს აღებულ პასუხისმგებლობას?

მერია არ არჩევს კომპანიებს, მერია ადგენს სატენდერო პირობებს, დანარჩენს შესყიდვების კანონი არეგულირებს. ტენდერი ცხადდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

და ბოლოს, წერეთლის გამზირზე სამუშაოები სულ მალე დასრულდება და დარწმუნებული ვარ, ყველა, ვისაც უყვარს თბილისი, გულით გაიხარებს განახლებული გამზირით, რომელიც დასავლეთ საქართველოდან ჩვენს ქალაქში შემომავალ ნაკადს ერთ-ერთი პირველი ეგებება“, - წერს თოქმაჯიშვილი.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати