USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის მერიის პრესსამსახური - კახა კალაძის სახელით გავრცელებული ფრაზა სიმართლეს არ შეესაბამება
თარიღი:  734

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მთელი დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, ვითომდა მისივე ციტატით:

„მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით“.

აღნიშნული ციტატა არ ეკუთვნის თბილისის მერს და არის ე.წ. „ფეიკი“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მოვუწოდებთ ყველას, ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუის ტირაჟირებას. თბილისის მერიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გთხოვთ, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურთან გადაამოწმოთ. 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის