USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, ტექნიკური სამუშაოების გამო, საქმიანობას დროებით წყვეტს
თარიღი:  

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაობის გამო, 8 ივლისიდან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დროებით წყვეტს საქმიანობას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის-ცენტრში. კერძოდ: თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე - თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე - მიცკევიჩის N20.

ააიპ „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვის ცენტრში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის