USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
თბილისის მერიის განცხადება - ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას
თარიღი:  516

გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში, ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედი ამ დრომდე არ მოუკითხავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას.
გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა, ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი - დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე.
შეტყობინების მიღებისთანავე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსახლეობას, დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები.
ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის გამო, გუშინ ღამით ვერ მოხერხდა სახურავის მოხსნა. სამუშაოები დღეს დაიწყო და ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელი.

აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას. დღესვე, მიიღება პრევენციული ზომები. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში ახალი სახურავი მოეწყობა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის