USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის მერიამ ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თარიღი:  523

ვერის პარკის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, იგეგმება ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაც.

„ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. ხედავთ, რა მდგომარეობაა. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება და გვინდა, მთლიანად რეაბილიტირდეს. ეს ჩვენი დაპირება იყო. მთლიანად განახლდება, შეიცვლება საპარკე ინფრასტრუქტურა, არ არსებობს სადრენაჟე სისტემა, სარწყავი სისტემა, ყველაფერი მოწესრიგდება, დაირგვება ხე-მცენარეები, გაჩნდება საპიკნიკე ზონები, გადმოსახედი, სანაპიროსთან კავშირი კიბეებით იქნება აღდგენილი, ასევე, ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე შეიქმნება, ძაღლებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა, რომ პარკში მომსვლელები არ შევაწუხოთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღნიშნულ პროექტში თბილისის განვითარების ფონდი ჩაერთვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე.

პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისათვის მომზადდა წინასაპროექტო კვლევები და მოქალაქეების ჩართულობით შემუშავდა დეტალური დიზაინის პროექტი.

ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულიად განახლდება საკომუნიკაციო სისტემები და ჩაიმალება გრუნტში, ასევე, დაემატება სანიაღვრე სისტემა. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და დაემატება ნერგები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პერიოდში პარკი დაიკეტება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის