USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
თბილისის მერიამ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
Date:  466

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია განცხადებების მიღებას იწყებს.

ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ყოველთვის დავდგებით ჩვენი ახალგაზრდების გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ მათ მომავალი წარმატებისთვის. შეგიძლიათ უკვე წარმოადგინოთ განაცხადები და ყველა ადამიანსა და ოჯახს გვერდით დავუდგებით, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 000-მდე სტუდენტს გაეწია.

განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way