USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
თბილისის მერიამ ხუდადოვის ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო
Date:  364

ბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს. პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 14 426 ნერგის დარგვა. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ხუდადოვის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარია. აქ გვაქვს გარკვეული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად იყრება სამშენებლო ნაგავი. ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა დადეს ამ ტყე-პარკის განვითარების ძალიან კარგი კონცეფცია და სამუშაოები რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ ვრცელ ტერიტორიაზეა ლაპარაკი, 3-4 წელი დაჭირდება მის მოწესრიგებას. პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია. ეს არის ძირითადი გზა, რომელიც კეთდება, გარდა ამისა, მოეწყობა ღამის განათება, დაირგვება ხე-მცენარეები, ქვედა ზონაში მოეწყობა ატრაქციონები პატარებისთვის, ასევე საფეხბურთო, საკალათბურთო, ჩოგბურთის და პადელის მოედნები. ძალიან დიდი ტერიტორიაა, რომელსაც ჭირდება სწორად ათვისება. ტყეში მაქსიმალურად შენარჩუნდება მისი ბუნებრიობა, თუმცა იქნება მეტად მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე.

ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შადრევანი, კაფე, სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, ავტოსადგომი, ცხოველების სასეირნო სივრცე და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way