USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Tbilisi
თბილისის მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურებისთვის €20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა
Date:  

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ "თეგეტა თრაქ ენდ ბასთან" 18-მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ აღნიშნული ავტობუსები ორ ტრანშად შეიძინა, თავდაპირველად შეისყიდა 160 ერთეული ავტობუსი, შემდეგ კი დამატებით 40 ერთეული. მთლიანობაში სახელმწიფომ ამ ავტობუსების შესყიდვისთვის 324 მილიონი ლარი გადაიხადა.

2024 წლის ივნისში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გააფორმა 25 მილიონი ევროს ხელშეკრულება ავტობუსების საგარანტიო და ტექნიკურ მომსახურებაზე. შესაბამისად, ამ ორივე კონტრაქტის ღირებულება, რაც 18-მეტრიან ავტობუსებს უკავშირდება, 45 მილიონ ევროს შეადგენს. ორივე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე არის მოქმედი.

ამასთან, "თეგეტა მოტორსი" არის BMC-ის 12-მეტრიანი CNG ავტობუსების ტექნიკური მომსახურების მიმწოდებელიც, რასთან დაკავშირებითაც გასული წლის დეკემბერში კომპანიასთან 12 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

არსებული მდგომარეობით, ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისს ჯერ არ ემსახურება, რადგანაც აღნიშნულისთვის აეროპორტის მიმდებარედ ავტობუსების ახალი დეპოს გახსნა არის აუცილებელი. თბილისის მერიაში მოელიან, რომ დეპოს სრულად აღჭურვა და დასრულება ორი თვის ვადაში დასრულდება.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way