USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
თბილისის მერიამ აღმაშენებლის ხეივანში გზის დახაზვის სამუშაოები დაასრულა
дата:  1151

თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში, 14-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის დახაზვის სამუშაოები დაასრულა.

სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

„დედაქალაქში ინტენსიურად გრძელდება გზის დახაზვის სამუშაოები. ამჟამად მთავრდება აღმაშენებლის ხეივნის პროექტი, რომლის ფარგლებში ჯამში, 6500 კვ. მ-ზე დაიხაზა გზა და დატანილია საგზაო მონიშვნები. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 320 000 ლარია. შემდგომში ვგეგმავთ ვაჟა-ფშაველას გამზირის დახაზვას. წლის ბოლომდე, ათივე რაიონში დაახლოებით 100 000 კვ. მ ფართობის დახაზვის სამუშაოები შესრულდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გზის დახაზვა და ასფალტზე საგზაო მონიშვნების დატანა მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავებით განხორციელდა, რომელიც მდგრადობას მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати