USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის მერია უარს ამბობს მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე, რომლის გაყვანის მიზანშეწონილობაზე ჩატარებული კვლევაში 12 მილიონი გადაიხადა
თარიღი:  726

ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერიამ, შესაძლოა, უარი თქვას.ამის შესახებ განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საკითხზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, თუმცა, ავსტრიულ კომპანიას მერიამ მეტროს პროექტირება არ დაუკვეთა.

„მიწისზედა მეტროს პროექტის ეტაპები იყო ასე - ჯერ უნდა ჩატარებულიყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მერე პროექტირება და შემდეგ მშენებლობის დაფინანსება. კვლევა ჩატარდა, რომელზეც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს იმიტომ, რომ არ გვაქვს ის შედეები, რომელზე დაყრდნობითაც ადვილად შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება. განხილვის ეტაპზეა ეს საკითხი. არ გამოვრიცხავ არცერთ გადაწყვეტლებას, არც განხორციელებასთან და არც განხორციელებაზე თავის შეკავებასთან დაკავშირებით. სხვა კომენტარის გაკეთება ახლა ძალიან გამიჭირდება. პროექტირებაზე კომპანია არ გადაგვიყვანია, შესაბამისად, არ გადავდივართ არც სამშენებლო ეტაპზე. ის სამუშაო, რაც ჩაატარეს, მოწოდებულია, მისი განხილვის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე: ხომ არ არის წყალში გადაყრილი 12 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე დაიხარჯა, ხმალაძემ უპასუხა: „კვლევაზე ფული არასოდეს დაკარგული არ არის“.

„კვლევა ემსახურება გარემოებების შესწავლას, რამდენად ღირს ან არ ღირს რაღაცის გაკეთება. შესაბამისად, თუ ასე შევხედავთ, რომ კვლევაზე ფული უბრალოდ იხარჯება, შეიძლება ასეთი დასკვნაც გავაკეთოთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ კვლევა არის სწორი. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, სადაც ასეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, ამისთვის, მილიონიანი კვლევა გააკეთო. არ შეიძლება 300 მილიონიანი პროექტი დაიწყო ისე, რომ არ ვიცოდეთ ეს რა შედეგს მოგვიტანს“, - განაცხადა ხმალაძემ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის