„ფეისბუკით“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სადეზინფექციო ხსნარის გადმოფრქვევა. "თბილისი პოსტს" თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.
რაც შეეხება კორონავირუსის (COVIDF - 19) გავრცელების პრევენციისთვის რეალურად მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს, ამ დროისთვის დეზინფექცია ჩატარდა იუსტიციის სახლში, სკოლებში, რომლებიც არდადეგების გამო დაკეტილია 1 აპრილამდე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საჯარო დაწესებულებებში. დასუფთავების კომპანიები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელებასთან ერთად მოთხოვნამ ამ სერვისზე მკვეთრად იმატა და არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, ამ გზით დაიცვას თანამშრომლები ვირუსის საფრთხისგან.