USD 2.6981
EUR 3.1530
RUB 3.3399
Тбилиси
თბილისის მერია: ტყუილია, რომ იგეგმება ვერტმფრენიდან სადეზინფექციო ხსნარის გადმოფრქვევა
дата:  784

„ფეისბუკით“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სადეზინფექციო ხსნარის გადმოფრქვევა. "თბილისი პოსტს" თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.

რაც შეეხება კორონავირუსის (COVIDF - 19) გავრცელების პრევენციისთვის რეალურად მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს, ამ დროისთვის დეზინფექცია ჩატარდა იუსტიციის სახლში, სკოლებში, რომლებიც არდადეგების გამო დაკეტილია 1 აპრილამდე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საჯარო დაწესებულებებში. დასუფთავების კომპანიები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელებასთან ერთად მოთხოვნამ ამ სერვისზე მკვეთრად იმატა და არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, ამ გზით დაიცვას თანამშრომლები ვირუსის საფრთხისგან.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати