USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
თბილისის მერია საახალწლო სოფლის ფარგლებში დაგეგმილი გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ავრცელებს
дата:  

თბილისის მერიის ინფორმაციით, 16 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღსა და მიმდებარე ქუჩებზე საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს.

მერიის მიერ გავცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი გასართობი და კულტურული აქტივობები: გამოფენა-გაყიდვა „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „საახალწლო ქალაქის“ პავილიონი, სახელოსნო და თეატრი, ყინულის საციგურაო მოედანი, თეატრალიზებული მსვლელობები და წარმოდგენები, თემატური ფოტოზონები, საბავშვო ვორქშოფები და ა.შ. პატარებს თოვლის ბაბუა, ელფები და გასართობი ზონა დედაენის ბაღში დახვდებათ.

მათივე ინფორმაციით, ყოველდღიურად, 12:00-დან 22:00 საათამდე საახალწლო სოფლის ტერიტორიაზე გაიმართება ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი და ა.შ. საღამოობით გაიმართება სხვადასხვა ბენდების, ვოკალისტების, ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტები, რის შემდეგაც საახალწლო სოფლის სტუმრების წინაშე წარდგება DJ ელექტრონული მუსიკით.

 

საახალწლო სოფლის პროგრამა (16 დეკემბერი - 7 იანვარი)

 

16 დეკემბერი:

 

12:00 - 12:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

14:00 - 20:00 საციგურაო წარმოდგენა - ხაზინის ქუჩა

19:00- 20:00 SALIO - ფურცელაძის ქუჩა

20:00-21:00 სტეფანე - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

17 დეკემბერი:

 

12:00 - 12:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00- 20:00 საციგურაო წარმოდგენა - ხაზინის ქუჩა

18:00-19:30 ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი - ფურცელაძის ქუჩა

20:00-21:00 ღამის შოუს ბენდი - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

18 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

18:00-19:00 ელისბენდი - ფურცელაძის ქუჩა

19:00-21:00 ეთნომუსიკის საღამო - ჯგუფი „ეგარი“, ჯგუფი „ბანი“, ჯგუფი „ჩვენებურები“, ჯგუფი „გორდელა“, ჯგუფი „ურსა“, ჯგუფი „დიდგორი“, ჯგუფი „ბასიანი“, ჯგუფი „შავნაბადა“ - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

19 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

19:00-20:30 „ერისიონი“ - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

20 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდი ფხოვის ქუჩა

18:00-19:00 „სინთეზი“ - ფურცელაძის ქუჩა

20:00-22:00 ახალი წლის მოლოდინში - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

21 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

20:00-21:45 ჯგუფი „უსახელოური“ - ფურცელაძის ქუჩა

20:00-21:00 ლელა წურწუმია და ბენდი „ნონ-სტოპი“ - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

22 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

18:00-19:00 ოჩოს ქოხი - ფურცელაძის ქუჩა

20:00-21:00 რეზო და ბავშვების ბენდი - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

23 დეკემბერი:

 

12:00 - 12:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

19:00-20:30 დათო ევგენიძის ბენდი მეგობრებთან ერთად - ფურცელაძის ქუჩა

21:00-22:00 Killages - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

24 დეკემბერი:

 

12:00 - 12:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

20:00-21:15 ჯგუფი „არა“ - ათონელის ქუჩა

22:00 -23:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

25 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

20:00-21:15 The New One - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

26 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

18:00-19:30 ნათია დუმბაძე და ბენდი - ფურცელაძის ქუჩა

20:00-21:00 თბილისის ბიგ-ბენდი - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

27 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

21:00-22:00 „თამადა“ - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

28 დეკემბერი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

18:00-19:00 მაგდა ვასაძე და ჯემსეიშენი - ფურცელაძის ქუჩა

20:00-21:00 გაგა ფრანი და ჯგუფი „რეგიონი“ - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

29 დეკემბერი:

 

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

19:00-20:00 ოთო ნემსაძე - ფურცელაძის ქუჩა

20:30-21:30 4D Monsters Lobsters - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

30 დეკემბერი:

 

12:00 - 12:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

20:00-21:30 დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ - ფურცელაძის ქუჩა

18:00-19:00 LUA - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

31 დეკემბერი:

 

12:00 - 12:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

14:00-20:00 ელექტრონული მუსიკა (DJ) - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

1-ელი იანვარი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

19:00-20:00 Goofy Land - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

2 იანვარი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

16:00-17:30 FE PROJECT - ფურცელაძის ქუჩა

18:00-19:00 ზუკა ხუციშვილი და ბენდი - ფურცელაძის ქუჩა

20:00-22:00 ბედობის კონცერტი - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

3 იანვარი:

 

14:00 - 14:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

19:00-22:00 ქართველი საესტრადო შემსრულებლების კონცერტი - ათონელის ქუჩა

20:00-21:00 Circus Mircus - ფურცელაძის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

4 იანვარი:

 

14:00 - 14:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

17:00-18:00 „ნალი ბენდი“ - ათონელის ქუჩა

18:00-19:00 On the road - ა.ფურცელაძის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

5 იანვარი:

 

15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

19:00-22:00 ქართველი საესტრადო შემსრულებლების კონცერტი - ათონელის ქუჩა

21:00-22:00 ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე - ფურცელაძის ქუჩა

22:00 -23:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

6 იანვარი:

 

12:00 - 12:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა - ფხოვის ქუჩა

18:00-19:00 ANIKY - ფურცელაძის ქუჩა

20:00-22:00 „ალილო“, „ჰერიო“, „თეატრალურის კვარტეტი“ - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

 

7 იანვარი:

 

12:00 - 12:30 ილუზიონისტების შოუ - ფხოვის ქუჩა

13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი - ფხოვის ქუჩა

15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი - ფხოვის ქუჩა

18:00-19:30 ერეკლე დეისაძის ბენდი და მეგობრები - ფურცელაძის ქუჩა

20:00-22:00 „შობის ღამე თბილისში“ - საახალწლო სოფლის დახურვა - ათონელის ქუჩა

21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) - ფურცელაძის ქუჩა

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати