USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის მერია მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს 2024 წლის მარტის თვიდან დაიწყებს - ლოკაციები
Date:  
თბილისის მერიის შპს “ეკოსერვის ჯგუფი“, მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს 2024 წლის მარტის თვიდან დაიწყებს.
 აღნიშნული სამუშაოები ღამის საათებში, შემდეგ მისამართებზე განხორციელდება:
 კახეთის გზატკეცილი
 ს. თაყაიშვილის ქ
 ქართველ შინდლერთა სკვერი
გ. გულუას ქ
 ვ. გორგასლის ქ
 რიყის პარკი
 ვ. კუპრაძის ქ.
 ლიბანის სკვერი
 ვაკის პარკი
 ფარნავაზ მეფის გამზირი
 ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკი
 გელოვანის სკვერი
 ფეიქართა ქ.
 ჟ. შარტავას ქ. (მერიის მიმდებარე ტერიტორია) და სააკაძის მოედანი
 გ. ათონელის ქ.
 გ. კარტოზიას ქ.
 ვერეს ხეობა
 ბროწეულის პარკი
 თ. შეშელიძის ქ.
 ნ. დუმბაძის ქ.
 ბ. პაიჭაძის ქ.
 ი. პეტრიწის ქ.
 რუსთაველის გამზირი
 მარნეულის გზატკეცილი
 ვარკეთილის ხევი
 ვარკეთილი 325 კორპ. მიმდებარე სკვერი
 13 ივნისის მემორიალი
 მ. თამარაშვილის გამზ.
ჭ. ამირეჯიბის გზატ.
 შ. პეტეფი
 ევროპის ქ.
ჯ. ბუშის ქ.
წამლობის სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ უქარო და უნალექო ამინდის პირობებში, შესაბამისად დაგეგმილი სამუშაოების განრიგი შეიძლება შეიცვალოს არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში.
მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები მთელს ქალაქს მოიცავს.
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way