USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
თბილისის მერია მეტროს ახალი სადგურების მშენებლობას და გვირაბების გაყვანას გეგმავს
Date:  744

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების და ახალი სადგურების მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა გამოაცხადა - შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი.

წარდგენილი აღწერის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოები შესყიდვა ე.წ. დაპროექტება-მშენებლობის (Design Build) მეთოდით. ეს კი ნიშნავს, რომ დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს როგორც სადგურების დიზაინის შექმნა ასევე მათი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაც.

"მეტროს ხაზის პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სავარაუდო სიგრძე: 5,2 კმ

  • გლდანის მიმართულება: 2,2 კმ;
  • ვარკეთილის მიმართულება: 3 კმ.

პროექტის ფარგლებში ასაშენებელი სადგურების რაოდენობა: 2 (ორი) სადგური

  • გლდანის მიმართულება: 1 (ერთი) სადგური
  • ვარკეთილის მიმართულება: 1 (ერთი) სადგური

გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი სივრცეების მოწყობა:

  • გადასარბენი გვირაბები და ჩიხები – საწყისი და საბოლოო სადგურების ჩიხებში უნდა იყოს შესაძლებელი ორი ხუთვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის გაჩერება (არანაკლებ 250 მეტრი).

  • სადგურები, სადგურის ვესტიბიულები, საესკალატორო გვირაბები;

  • მგზავრთა ჩასასხდომ-გადმოსასხდომი ბაქნები – ხუთვაგონიანი მოძრავი შემადგენლობისთვის (არანაკლებ 110 მეტრი),"- ნათქვამია ფასების გამოკვლევის აღწერაში.

"გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობები (აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება პრეტენდენტზე ან მის ქვეკონტრაქტორზე)

- პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს 2010 წლის შემდეგ უნდა გააჩნდეს: თანამედროვე მეტროპოლიტენის დაპროექტების და მშენებლობის გამოცდილება. კერძოდ ბოლო 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის პროექტი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღებაჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

- პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის მიერ დაპროექტებული/აშენებული მეტროს სადგურები უნდა მოიცავდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროს სადგურში დახრილი საესკალატორო გვირაბისა და ესკალატორის პროექტირებას და მშენებლობა/მონტაჟს

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ იგი აკმაყოფილებს შემდეგ ფინანსურ მოთხოვნებს (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება პრეტენდენტზე):

- პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100 (ასი) მლნ აშშ დოლარის (შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში) შემოსავალი/ბრუნვა

ბოლო სამი წლის პერიოდში არ უნდა იყოს ზარალზე გასული და წმინდა ქონება, გამოთვლილი, როგორც სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის, უნდა იყოს დადებითი,"- ნათქვამია ფასების გამოკვლევის დოკუმენტში.

ჯერჯერობით თბილისის მერიას პროექტთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.

ფასების გამოკვლევის დასრულების ვადად 2025 წლის 1 მაისი არის მითითებული.

არსებული მდგომარეობით, თბილისის მეტროპოლიტენი ორი ხაზისგან შედგება, სადგურების რაოდენობა კი 23-ია. გლდანი ვარკეთილის ხაზზე 16 სადგური მოქმედებს, სადგურის მოედანი სახელმწიფო უნივერსიტეტის ხაზზე კი შვიდი სადგური არის მოქმედი.

თბილისის მეტროს სისტემის სიგრძე სულ 27.3 კილომეტრს შეადგენს.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way