USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
თბილისის მერია: ინფორმაცია საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერის ჩაშლაზე არის სიცრუე
თარიღი:  629

თბილისის მერიის განცხადებით, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს.

„რადგან საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებასა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის გამართულად წარმართვას ეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაღებზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან პირველად გავრცელდა, თითოეული ბაღი შემსყიდველ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და ერთობლივი ტენდერი გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად, ბაღების საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევა ჩატარდა გასული წლის 17-28 ნოემბრის პერიოდში, ორივე ტენდერი კი (მტკვრის მარცხენა სანაპირო და მარჯვენა სანაპიროები) გამოცხადდა ამავე წლის 30 ნოემბერს.

სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას, ორივე ტენდერი გასაჩივრდა კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლების მიერ, რაც გარკვეულ პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს იწყება, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდულია საკვები პროდუქტების მიწოდება 29 თებერვლის ჩათვლით.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი ტენდერი არ ჩავარდნილა. სატენდერო პროცედურები გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებამდე ჩატარებულია ბაზრის კვლევა და ხელშეკრულებები გაფორმებულია უმცირესი შემოთავაზების მქონე კომპანიასთან.

ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება, აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფა კი, მათ შორის, პანდემიის პირობებში, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით თუ ეს პატარებს ეხება, გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის