ვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა“ გამრეკელის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენს“ უკონკურენტოდ მისცა“, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია თბილისის განვითარების ფონდის ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტზე და ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერებზე.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტელეკომპანია პერიოდულად მიზანმიმართულად ავრცელებს, დედაქალაქის მერისა და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტს. აღნიშნული პროექტის დაანონსებისთანავე, თბილისის ვიცე-მერმა მოიწვია ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია და მათ პრეზენტაციის სახით მიაწოდა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
ამის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და პოტენციური მიმწოდებლების გამოკითხვის გზით, ათეულობით კომპანიას გაეგზავნა ბაზრის კვლევის შედეგები და გამოცხადდა საჯარო ტენდერი.
ავარიული მრავალბინიანი სახლის ჩანაცვლების სამივე ტენდერში გაიმარჯვა „ბიქეი კონსტრაქშენმა“, რომელიც ამ ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო. კონკრეტულად გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერი პირველ ჯერზე ჩავარდა და მხოლოდ მეორედ გამოცხადების შემდეგ გამოჩნდა მონაწილე.
აღნიშნული ტენდერებით, სამწუხაროდ, არცერთი სხვა სამშენებლო კომპანია არ დაინტერესებულა, ვინაიდან ეს პროექტები არის ძალიან ეკონომიკური, ხარჯეფექტური და დეველოპერებს არ რჩებათ დიდი მოგება.
ამას ადასტურებს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომლითაც ის მოუწოდებდა სამშენებლო სექტორს, ეაქტიურათ, ჩართულიყვნენ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტში (იხილეთ რამდენიმე განცხადება: https://tbilisi.gov.ge/news/14589; https://tbilisi.gov.ge/news/13444; ).
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ მაყურებელს და ნუ ეცდებიან დეზინფორმაციის გავრცელების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/