USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას იწყებს
თარიღი:  224

1-ელი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„უახლოეს მომავალში, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც სრულად იქნება დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ჩაეშვება და შევძლებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას“,-აღნიშნა კალაძემ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის