USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
თბილისის მერია ელიავას ბაზრობის განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე მუშაობას იწყებს
Date:  1216

თბილისის მერიის ურბანული სამსახური ელიავას ბაზრობის განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე მუშაობას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, იმ ფორმით დარჩენა, რა ფორმითაც ელიავას ბაზრობა დღეს არსებობს, კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, რომ ეს არსებული პრობლემა მოგვარდეს. მე მგონი, არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება ეს. ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს, პირველ რიგში, იქ მომუშავე ადამიანებისთვის და ასევე, წარმოადგენს დისკომფორტს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად მიდის სხვადასხვა რამის შესასყიდად. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან, საკმაოდ დიდი ჯგუფია და ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, აქ ძალიან ბევრი იყო საუბარი სხვადასხვა მიმართულებებზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარება, იყო საუბარი ასევე, ხომ არ გადაგვეტანა ქალაქის სხვა რომელიმე ადგილზე. ჩვენ მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი, იმ ფორმით დარჩენა, როგორიც არის დღეს, კატეგორიულად მიუღებელია და მეორე, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების ფარგლებში, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, ამ გეგმის ფარლებში მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, იქ არსებული სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალაქის განვითარების პარალელურად, სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მისი ასეთი ფორმით შენარჩუნება პრინციპულად მიუღებელია. ეს არის აქტიური ეკონომიკური ზონა, რომელიც ხელსაყრელი, ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანია როგორც მოვაჭრისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. იცით, რომ 1 წლის წინ დავამტკიცეთ გენგეგმა, სადაც არის აღნიშნული, რომ ამ ზონას აქვს შენარჩუნებული მისი სავაჭრო ზონის სტატუსი და შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ ამ გენგეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული სიტუაციის გაჯანსაღება და გამოსწორდეს იქ არსებული მდგომარეობა, რომელიც არის მძიმე, ეს აწუხებს იქ მცხოვრებ ადამიანებსაც. ის ქუჩები, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანია დასახლებული, საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც უნდა გააკეთოს ჩვენმა ურბანულმა სამსაუხურმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციურლი სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის გეგმარება, ანუ ის სურათი, რაც გვაქვს დღეს, ეს არ იქნება და ვერ იქნება. შეუძლებელია ამ ფორმით გაგრძელება. სპეკულირება რომ არ იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ხელს არავის ვუშლით და არავის ვუზღუდავთ საქმიანობას, თუმცა, ჩვენ გუშინაც გქონდა შეხვედრა და მფლობელეთან შევთანხმდით, რომ ამ ფორმით გაგრძელება ძალიან ცუდი იქნება. შესაბამისად, ვიწყებთ მუშაობას ამ განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე და დამტკიცების შემდეგ მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად”, - აღნიშნა კალაძემ.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way