USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის მერია დედაქალაქის სკვერებში ხე-მენარეების შეწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  819

თბილისის მერია დედაქალაქის სკვერებში ხე-მენარეების შეწამვლის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს და აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა.

როგორც თბილისის მერია განმარტავს, პროცესი მიმდინარეობს ღამის საათებში, როდესაც გამწვანებული ზონები დამსვენებლებისგან დაცლილია.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც თბილისის სკვერებში ხე-მცენარეების შეწამვლის პროცესია ასახული. აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოების ნაწილის ინტერესი გამოიწვია - იწვევს თუ არა შეწამვლის პროცესი ტერიტორიის დაბინძურებას.

გაცნობებთ, რომ მცენარეების შეწამვლა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებია დედაქალაქში რეგულარულად ხორციელდება. ეს ხე-მცენარეებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან იცავს.

წამლობის მეთოდიკა და შესაბამისი ნივთიერებები კვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩევა. ყველა პრეპარატი აპრობირებულია საერთაშორისო დონეზე, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ნუსხაშია წარმოდგენილი.

წამლობა ხორციელდება ღამის საათებში, როდესაც გამწვანებული ზონები დამსვენებლებისგან დაცლილია.

„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოების წარმოების დროს იყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას, რადგან მათ ყოველდღიურად უშუალო შეხება აქვთ პრეპარატებთან, როგორც შეწამვლის დროს, ასევე გაზავებამდე, როდესაც ისინი მაღალი კონცენტრაციისაა.

„ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს. აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წამლობის პროცესის შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვევს შეუქცევად პროცესებსა და თბილისის მცენარეული საფარის დიდი ნაწილის განადგურებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის