USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს
дата:  624

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამა ითვალისწინებს, თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისები - ლაშქრობები, საველე ბანაკები (კემპინგი), საჯომარდო ტურები ფასანაურში, ველოტურები თბილისთან ახლო მარშრუტებზე, კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალური საცურაო აუზი ზღვის უბანში.

მისი თქმით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილ იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და შესაბამისი აღჭურვილობით.

„პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და გაიზარდოს მათი დაინტერესება ჯანსაღი ცხოვრების მიმართ. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამის შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, კონკრეტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ ამ პროგრამაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული. პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5000- მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება. რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება. ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა კალაძემ.

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати