USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის მერია 300 ახალ მიკროავტობუსს "ჯი-თი მოტორსისგან" იყიდის
თარიღი:  1667

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებული 35.9-მილიონიანი ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კომპანიის - "ჯი-თი მოტორსის" წინადადება, რომელიც დედაქალაქის სატრანსპორტო ოპერატორს 35.7 მილიონ ლარად Ford Transit-ის მარკის 300 მიკროავტობუსს სთავაზობს. შესყიდვაში ერთი მიკროავტობუსის ღირებულებად 119,098 ლარი არის მითითებული.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შესყიდვის შემდეგ ეს მიკროავტობუსები "თბილისის მიკროავტობუსს" გადაეცემა. 

დედაქალაქში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის სერვისს არა "თბილისის მიკროავტობუსი" არამედ “თბილისის მიკროავტობუსის” ჰოლდინგში გაერთიანებული ოთხი კერძო კომპანია - „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“ და შპს „ფაბლიქ ქარი” უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ეს მიკროავტობუსები კერძო ოპერატორისთვის არის განკუთვნილი. თბილისის მერიის განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსი” მათ ამ მიკროავტობუსების საფასურს ეტაპობრივად აუნაზღაურებს.

ეს მიკროავტობუსების შესყიდვის მეორე ეტაპი იქნება, რადგან 2020 წელს თბილისის მერიამ 300 ლურჯი მიკროავტობუსი უკვე შეიძინა. გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში ასევე კომპანია “ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა.

სატენდერო პირობებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამ 300 მიკროავტობუსის მიწოდების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გამოთქვას წერილობითი თანხმობა და მზადყოფნა, რომ ის მზად არის, ანალოგიურ ფასად (ერთი მიკროავტობუსის სატენდერო ღირებულება 119,098 ლარი) 400 ავტობუსი მიაწოდოს კერძო ოპერატორ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს". ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მ დამატებითი მიკროავტობუსების შეძენის საფასურს კერძო კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" გადაუხდის. 

"პრეტენდენტი ვალდებულია, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა, რომ ტენდერში გამარჯებული კომპანია დამატებით 400 ერთეულ M2 კატეგორიის ავტობუსზე, იმავე ტექნიკური პირობებით, ერთეულის ფასით და ანგარიშსწორების პირობებით, გააფორმებს ხელშეკრულებას და შესყიდვის ობიექტს მიაწვდის M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის ნებართვის მქონე შესაბამის კომპანიებს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. 

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი BMG-ისთან საუბარში განმარტავს, რომ "თბილისის მიკროავტობუსი" გასულ წელს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ შეძენილი 300 მიკროავტობუსის საფასურს აღნიშნული ტენდერის დასრულებამდე დაფარავს. წილოსანი ამბობს, რომ ახალი ტენდერით გათვალისწინებული 300 მიკროავტობუსის შესყიდვის საფასურის დაფარვის ვადების შესახებ მოლაპარაკებები კომპანიასთან ამჟამად მიმდინარობს. ამასთანავე, ვიქტორ წილოსანი განმარტავს, თუ რატომ ჩაიდო სატენდერო პირობებში დამატებით 400 მიკროავტობუსის შესახებ პირობაც. წილოსანის თქმით, ეს არის ერთგვარი ფასის დაზღვევა, რათა "თბილისის მიკროავტობუსისთვის" ამ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა შემდგომში უფრო ძვირი არ აღმოჩნდეს. 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის