USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის მერია - სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება
თარიღი:  391

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან.

„რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500, იურიდიული პირის შემთხვევაში - 1 000 ლარის, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში - 2 000 ლარის ოდენობით. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა, რეალობას თუ შევხედავთ, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ალბათ ძალიან ბევრს შეუნიშნავს დედაქალაქში სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული დიდი სატვირთო მანქანები, რომლებიც აბინძურებენ ქუჩას, გამოაქვთ ტალახი. ეს ყველაფერი შემდეგ მტვრად გადაიქცევა, ამას კი სუნთქავენ ჩვენი შვილები, მოქალაქეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა გულედანს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ავტომანქანების მდგომარეობა და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

„სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, გამოსვლის დროს, ავტომანქანები სამშენებლო მოედანზე ჩამორეცხონ. არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები. ამ მხრივ, უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ასევე, პრობლემაა ბეტონ გადამზიდი მანქანები. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახლად რეაბილიტირებული ქუჩა ზიანდება. მსგავსი ფაქტი ამასწინათ უნივერსიტეტის ქუჩაზეც მოხდა. ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული გავხადოთ, ამ პროცესში კი ყველა ადამიანს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მინდა, ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს დავავალო, ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის