USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
თბილისის მერია - საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონდა
дата:  678

კახა კალაძემ სამგორის, ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 89 ოჯახს, ვეტერანთა კულტურის და დასვენების ბაღში (ე.წ. კიკვიძის პარკი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების საკითხის განსახილველად.

„არ იფიქროთ, რომ ამაზე ვჩერდებით. ყველას დავეხმარებით, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. ვინც საჭიროებს დაკანონებას, უნდა მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობებს, სადაც დაგეხმარებიან, გეტყვიან რა საბუთები დაგჭირდებათ. შემდეგ თქვენი საქმეები მერიაში გადმოიგზავნება, გავიტანთ მთავრობის სხდომაზე, საბოლოოდ კი, საკრებულოში ოფიციალურად დადასტურდება, საცხოვრებელი ფართების პირად საკუთრებაში გადმოსვლა. ათეულობით მილიონი ლარის ქონება არის გადაცემული ამ ოჯახებისთვის, რაც ძალიან მიხარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2017-2024 წლებში საკუთრება 3000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. საცხოვრებლები, რომლებშიც აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати