USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის მერია - პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება
თარიღი:  758

თბილისის მერია პროგრამაზე "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაციას აცხადებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სასწავლო პროცესი 20 მარტს დაიწყება.

ამ ეტაპზე პროგრამაში 1500-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთვება, ხოლო 2023-2025 წლებში 10 000 მოქალაქის ჩართვაა დაგეგმილი.

„პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაციისთვის, ინფორმირების და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით ფუნქციონირებს ელექტრონული პლატფორმა: www.dasakmdi.ge. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია და მინიმალური ასაკი 18 წელი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი თითოეულ სპეციალობაზე. სწავლის ხანგრძლივობა არის ორი-სამი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს".

მათივე ინფორმაციით, პროგრამა თბილისში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო კოლეჯების და სასწავლო ცენტრების ბაზაზე და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.

„პროგრამაში წარმოდგენილია სამშენებლო, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, საფინანსო, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებიდან 50-მდე პროფესიული სპეციალობა“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

ქალაქ   თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის  პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედდა  2018  წელს. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების  მეშვეობით სწავლება და დასაქმების
ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად  50-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის