USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის მერია - მოსახლეობის ნაწილის პროტესტის მიუხედავად, გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა მაინც უნდა განხორციელდეს
Date:  827
დღეს მუხიანის მოსახლეობის ნაწილმა თბილისის მერიასთან აქცია გამართა, მოთხოვნით, რომ არ მოხდეს გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა.
 
მუხიანში საფეხბურთო სტადიონის ადგილას გასცა 7 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვაა გაცემული. უკვე 1 წელია მოსახლეობა აქტივისტებთან ერთად ფიზიკურად უპირისპირდება საფეხბურთო სტადიონზე კორპუსების მშენებლობას.

თბილისის მერიის არცერთი წარმომადგენელი მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე არ მისულა. პროტესტის მონაწილეებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდეს მათი პრობლემით დაინტერესდეს. მათივე თქმით, თუ მოსახლეობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავენ.

თბილისის მერია მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის საპასუხოდ აცხადებს, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება.

მერიის განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა, პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა.

„გეგმის კორექტირება რამდენჯერმე განხორციელდა. ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართულიანი შენობებისა, დაიგეგმა 6 შენობის განთავსება, სადაც 2 იქნება 14-სართულიანი და 4 კი, 12-სართულიანი.

კორექტირების შესაბამისად, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეების დაბალანსების მიზნით, ფუნქციურ ზონირებად დაემატა სარეკრეაციო ზონა 2 , რომელიც წარმოადგენს 2380 კვ.მ.-ს და გათვალისწინებულია სტადიონის და გამწვანებული სარეკრეაციო სივრცის მოწყობა“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

 
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way