USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
თბილისის მერია - მიმდინარე სამუშაოების გამო, მიცკევიჩის ქუჩაზე დაწესებულ შეზღუდვაში ცვლილება შევა და მოძრაობა ცალმხრივი გახდება
თარიღი:  829
მიმდინარე სამუშაოების გამო, მიცკევიჩის ქუჩაზე დაწესებულ შეზღუდვაში ცვლილება შევა და მოძრაობა ცალმხრივი გახდება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე - ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან, ტაშკენტისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაწესებულ შეზღუდვაში ცვლილება შევა.
ცვლილება 15 სექტემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ტაშკენტის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის, დავით გამრეკელისა და არჩილ ცაგარელის ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N347 ავტობუსი ნუცუბიძის I პლატოდან სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებზე აღარ გადაადგილდება. კერძოდ, ავტობუსი სვლას კვლავ ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებს, რის შემდეგაც, დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.
N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, იონა ვაკელის ქუჩიდან გაივლის ტანძიის ქუჩას, მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, რის შემდეგაც, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირზე და გამრეკელის ქუჩით სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის