USD 2.6899
EUR 3.1499
RUB 3.5640
Тбилиси
თბილისის მერია - ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა
дата:  540
ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა.
კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის ფაქტები.
თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
უამინდობის გამო შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22
мир
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати