USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
თბილისის მერია - 21 და 22 სექტემბერს - მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Date:  588
მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება.
ავტომობილების მძღოლები გამრეკელის ქუჩიდან, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებიან ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ყაზბეგის გამზირის გამოყენებით. პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებიც ისარგებლებენ ანალოგიური მარშრუტით.
ღონისძიებების პერიოდში, ცვლილებები შევა N347 ავტობუსისა და N497 მიკროავტობუსის მარშრუტებში, მხოლოდ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამრეკელის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდება ცინცაძის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი მგზავრთა მომსახურებას განახორციელებს დადგენილი სქემით.
რაც შეეხება კანკავას ქუჩას, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშულებები არნოლდ ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილდებიან ივანე ტურგენევის ქუჩაზე, საიდანაც ივანე ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი, კანკავას ქუჩის ნაცვლად, გამოიყენებენ ჯავახიშვილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ზაქარია ქურდიანის ქუჩას და მოძრაობას ჩიქობავას ქუჩისკენ განაგრძობენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way