USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
თბილისის მერი „სქილვილ აკადემიაში“ პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ მონაწილეებს შეხვდა
дата:  

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. 2023 წელს, პროგრამას კიდევ ორი სასწავლებელი დაემატა. მათგან ერთ-ერთს - „სქილვილ აკადემიას“ დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესტუმრა და პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

„ისწავლე და დასაქმდი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს. მეორე მხარეს არის ბიზნესი, ვინც ეძებს კვალიფიციურ, გამოცდილ კადრებს. ამ პროგრამით გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესი პროფესიონალები და პარალელურად, ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას, რადგან სრული სურათი გვაქვს, რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს და რა მიმართულებით ეძებს კადრებს.

პროგრამაში ექვსი კოლეჯია ჩართული სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ვართ „სქილვილ აკადემიაში“, რომელიც IT ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. აკადემიაში 400-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც მისასალმებელია. ეს არის მიმართულება, რომელსაც ასაკი არ გააჩნია და ყველა თაობის ადამიანს შეუძლია მონაწილეობა. კურსების ორი ვარიანტია - შვიდთვიანი და სამთვიანი. მონაწილეები სრულად შეძლებენ აღნიშნულ პროგრამაში გადამზადებას და ხელი შეეწყობა მათ დასაქმებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამა    „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა და მისი მიზანია სამსახურის მაძიებელი, თბილისში რეგისტრირებული  მოთხოვნად  პროფესიებში მომზადება/გადამზადება  და დასაქმების ხელშეწყობა.

2018 – 2022   წლებში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 6500-მდე მოქალაქემ და მათგან დასაქმებულია 5000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

მიმდინარე წელს პროგრამაში წარმოდგენილია 50-მდე პროფესიული სპეციალობა, რომელშიც 3000-მდე მოქალაქე გადამზადდება. 2023-2025 წლებში დაგეგმილია ჯამში 10 000 მოქალაქის ჩართვა.

პროექტი ხორციელდება 6 სასწავლებელში. კერძოდ: კოლეჯი „მერმისი“, კოლეჯი „სპექტრი“, „გლდანის პროფესიული კოლეჯი“, კოლეჯი „იკაროსი“, „სქილვილ აკადემია“, სტუ-ს პროფესიული კოლეჯი.

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ორ-სამ თვეს. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროგრამის   კურსდამთავრებულებზე  გაიცემა  ორენოვანი სერტიფიკატი.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати