USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
თბილისის მერი : „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
дата:  169

თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაასრულა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა.

„თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაასრულა. აღნიშნული სატრანსპორტო კვანძი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული მონაკვეთია, სადაც სხვადასხვა მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები იკვეთება და ნაწილდება. სამუშაოები გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდა, სადაც გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ამორტიზებული გაზმომარაგების მილები შეიცვალა და ელექტროგადამცემი სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. საგზაო სამუშაოები 32 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. ამასთან, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით. ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტი წარიმართა წინასწარ შემუშავებული საგზაო მოძრაობის ოპტიმიზებული სქემის მიხედვით.

„ტერიტორიაზე მოეწყო შუქნიშნის ორი ობიექტი, რომელიც სინქრონულად იმუშავებს სანაპიროზე განთავსებულ, შუქნიშნით რეგულირებულ კვანძთან, რაც საგზაო მოძრაობის ორგანიზებას გააუმჯობესებს. გმირთა მოედანი აღიჭურვა უახლესი თაობის, ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს, რაც მოძრაობას კიდევ უფრო ოპტიმალურს გახდის.

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც, ფაზების ცვლილებისას, ავტომობილების მოძრაობის შეფერხების გარეშე, ქვეითებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლი, რაც ნაკადების დინამიკურ გადანაწილებას შეუწყობს ხელს, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის კი მოეწყო კუნძულები და სრულად განახლდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე არსებული ნაკადებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს ახალი შუქნიშნების ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი.

„განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას და გადაადგილების პროცესს უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. აღსანიშნავია ისიც, რომ სატრანსპორტო ნაკადებზე დაყრდნობით, ავტომატურ რეჟიმში, უწყვეტად მიმდინარეობს ახალი შუქნიშნების კალიბრაცია, რათა შეირჩეს მათი ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი და შემუშავდეს დროითი გეგმა. პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. დაირგო, დაახლოებით, 140 ძირი ხე-მცენარე. შედეგად, აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ ლამაზი და კეთილმოწყობილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати