USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
თბილისის მერი - რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულად დავამთავროთ
Date:  756

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლებას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაშია, ხშირია დაზიანებები და გზის ჩავარდნის შემთხვევები. კალაძის განმარტებით, სამუშაოები ალბათ მაისში დაიწყება. აღნიშნული განცხადება კახა

კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქში მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაცია. მე ბევრჯერ მითქვამს და არ ვერიდები იმას, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, შესაბამისად, სადაც ვიწყებთ ქუჩების და გამზირების განახლებას, რა თქმა უნდა, პირველი კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაგალითად, გუშინ, ვიმყოფებოდით აწყურის ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს და პირველი, რითაც ვიწყებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება და განახლება.

მინდა ინფორმაციის სახით დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდო რამდენიმე ინფორმაცია. როგორიც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელზეც თვითონ გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ, ხშირია ასეთი დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც, პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის ახალი განათების ბოძებით, თავისი სანათებით, განთავსდება მიწისქვეშა ურნები. მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მერია გეგმავს არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ამ სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება.გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადებით, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა-ნაგებობები,რომელიც მდებარეობს ამ გამზირზე“, - განაცხადა კალაძემ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way