USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
თბილისის მერი - არჩევნების პერიოდში ყოველთვის იზრდება აგრესია და ცილისწამების ფაქტები
Date:  638

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არჩევნების პერიოდში ყოველთვის იზრდება აგრესია და ცილისწამების ფაქტები, რაც საგანგაშოა.

" მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ასეთი მეთოდებით ბრძოლა, არასდროს გამოგვიყენებია. განსაკუთრებით, მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ პირადად მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის. ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი ჩემი და ჩემი გუნდის, ეს არის პიარიც და ჩვენი იარაღიც ოპონენტების წინააღმდეგ. ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ჩვენ ვისმენთ ეს ბოლო დღეებია, აზარალებს არა კახა კალაძეს ან მერიას, არამედ ზოგადად ქალაქს, თრგუნავს ხალხს. მე მესმის, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მოახლოებულ არჩევნებთან ერთად ყოველთვის იმატებს აგრესია, ცილისწამება, რაც საგანგაშოა. ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ ძალადობას ძალადობით. გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც გვჩვევია ხოლმე" - განაცხადა კალაძემ. 

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way