USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის მერი - არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები კორპუსების თუ ოფისების მშენებლობებს შეეწიროს
дата:  675

დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სახდომაზე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამოდენიმე აქტუალურ საკითხს შეეხო.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ  დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას თბილისში.

„მე არ შემიძლია არ ვისაუბრო რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე და მგონი, ყველა ხედავს ჩვენს მიდგომსა და დამოკიდებულებას, თუ რამდენი პროექტი იქნა განხორციელებული. ეს არის გამგეობების მხრიდან სკვერების რეაბილიტაცია, არსებული პარკების განახლება-მოწესრიგება, ახალი პარკების მშენებლობის დაწყების პროექტების შექმნა იმისთვის, რომ შევძლოთ და მომავალში განვახორციელოთ საქალაქო დონის პარკების მშენებლობა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას დედაქალაქში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება და შესაძლებლობა, დაისვენონ სასიამოვნო, მწვანე გარემოში შვილებითა და შვილიშვილებით“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო პროექტები სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ განხორციელდება.

„ის დრო, როდესაც სპორტული მოედნების ხარჯზე, როდესაც რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობების განხორციელება, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ვერ და არ მოხდება. არ დავუშვებთ იმას, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები შეეწიროს კორპუსების მშენებლობას თუ სხვადასხვა ოფისების მშენებლობებს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ დეველოპერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განვითარდნენ და განახორციელონ პროექტები, რომელიც დაგეგმილი აქვთ, მაგრამ ეს არ მოხდება სპორტული და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე“,- განაცხადა კალაძემ.

სხდომაზე ასევე განხილული იქნა საკითხი, რომ გამგებლებმა, მერის მოადგილეებმა და სხვა ხელმძღვანელ პირებმა თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, რომ თანამშრომლებმა სახლიდან იმუშავონ.

„მინდა მივმართო მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანელებს და გამგებლებს, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, თუ ამით საქმე არ გიფუჭდებათ. ამუშავეთ დისტანციურად და ნუ მოთხოვთ სამსახურში მოსვლას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ადამიანების რაოდენობა და მიეცით შესაძლებლობა დისტანციურად, სახლიდან იმუშავონ, თუ ეს პრობლემას არ შეგიქმნით. ეს გადაწყვიტეთ ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა, ყველა გამგებელმა და მოადგილეებმა თქვენი შეხედულებისამებრ“, - განაცხადა კალაძემ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати