USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის მერები - ალექსანდრე მატინოვი-მათიაშვილი (1878–1891)
Date:  3905

ალექსანდრე მატინოვის (მამულაშვილი)  ოპოზიცია იყო ნიკო ნიკოლაძე და სწორედ ამ ორს მიუძღვის დიდი ღვაწლი თბილისის განვითარებაში. 

1870 წელს, ალექსანდრე მეორეს საქალაქო რეფორმით თბილისს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ცხადია, ეს არ იყო სრულფასოვანი ევროპული თვითმმართველობა, მაგრამ ახალი საქალაქო რეფორმა არჩევით პრინციპებს ემყარებოდა და ეს უკვე წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნიეს. სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ მაშინ მიეცა ქალაქებს საბიუჯეტო უფლებები, ხოლო იქ არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მანამდე სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, ქალაქის საკუთრებად გამოცხადდა. ჯამში, თვითმმართველობას ევალებოდა ქალაქის კომუნალურ მეურნეობაზე ზრუნვა, იქნებოდა ეს წყალმომარაგება, ქუჩებისა და მოედნების მოკირწყვლა, განათება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა თუ სანიტარული დასუფთავება; მის უფლებამოსილებაში იყო, ასევე, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის საკითხების გადაწყვეტა.

შეიცვალა არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც და, თუ მანამდე ეს უფლება მოქალაქეს მხოლოდ წოდებრივი ცენზით ენიჭებოდა, 1870 წლიდან საარჩევნო უფლება ეკონომიკური მდგომარეობით გახდა შესაძლებელი. ანუ, თუ ადამიანი იყო 25 წელს ზემოთ, ქალაქში ფლობდა უძრავ ქონებას და იხდიდა გადასახადებს, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა. ქონებრივი ცენზის გათვალისწინებით, თბილისში ხმის უფლება 4494 ადამიანმა მიიღო.

საქალაქო თვითმმართველობის განმახორციელებელი უმაღლესი ორგანო სათათბირო იყო. მის კომპეტენციაში შედიოდა ქალაქის თავისა და გამგეობის წევრთა არჩევა, საქალაქო საკითხების განხილვა, ბიუჯეტის დამტკიცება, ქალაქისათვის კრედიტის აღება და სხვა. სათათბირო ირჩევდა აღმასრულებელი ფუნქციებით აღჭურვილ, თავის წინაშე ანგარიშვალდებულ ქალაქის თავსა და გამგეობას. გამგეობაში სამი წევრი შედიოდა და მას ქალაქის თავი ხელმძღვანელობდა. სათათბიროს ხმოსნები, ქალაქის თავი და გამგეობის წევრები 4 წლის ვადით ირჩეოდნენ.

1878 წელს თბილისის მეორე მოწვევის სათათბიროს არჩევნები ჩატარდა და ქალაქის თავის თანამდებობაზე დასახელებული 17 კანდიდატიდან ალექსანდრე მატინოვმა გაიმარჯვა, რომლის ნამდვილი გვარი მათიაშვილი იყო. მას ჰქონდა კარგი თვისება – იგი ისმენდა ოპოზიციურ აზრებს. მისი ოპოზიცია იყო ნიკო ნიკოლაძე და სწორედ ამ ორს მიუძღვის დიდი ღვაწლი თბილისის განვითარებაში.

„ასეთი ვითარება იყო: უმრავლესობაში იყვნენ სომეხი ხმოსნები, ხოლო ოპოზიცია იყო ქართულ-რუსული მთელი 13 წლის მანძილზე. და ამ ოპოზიციას ხელმძღვანელობდა ნიკო ნიკოლაძე, საკრებულოს ოთხგზის წევრი, რომელიც ფოთში უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ურბანისტად წავიდა. მატინოვისა და ნიკოლაძის ტანდემი - ეს იყო ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი თბილისის მმართველობისა და თივთმმართველობის ისტორიაში. იდეების გენერატორი იყო ნიკო ნიკოლაძე და ამ იდეათა აღმასრულებელი და განმახორციელებელი იყო ალექსანდრე მატინოვი. ბრწყინვალედ და შეთანხმებულად მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ოპოზიციის ლიდერი იყო და მეორე - ხელისუფლებისა“.

სწორედ ტფილისის ქალაქის თავის, ალექსანდრე მატინოვის ინიციატივით და არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის პროექტის მიხედვით ჩაუტარდა 1882-86 წლებში საკრებულოს დღევანდელ შენობას გეგმარებითი რეკონსტრუქცია, რომელიც მანამდე, არაფრით გამორჩეული „საქალაქო სახლი“ იყო.

ცნობილია, რომ დღევანდელი საკრებულოს შენობის ადგილას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან პოლიცმაისტერის ორსართულიანი შენობა იდგა. საქმე ისაა, რომ 1840 წლამდე ქალაქს თვითმმართველობის ნაცვლად პოლიცმაისტერი მართავდა. 1840 წელს თბილისში შემოღებული ნაწილობრივი თვითმმართველობის შემდეგ შენობაში ერთდროულად განთავსებული იყო როგორც პოლიცმაისტერი, ასევე ქალაქის 6-კაციანი მმართველი გამგეობა. მოგვიანებით „საქალაქო სახლად“ წოდებულ ყოფილ პოლიცმაისტერის შენობას სახანძრო კოშკი - ქალანჩაც დააშენეს.

მატინოვისა და ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ელექტროტრამვაის შემოყვანა თბილისში, პირველი სახაზინო თეატრის მშენებლობა და მისი დასის შესაქმნელად საფუძვლის ჩაყრა – საუბარია დღევანდელ რუსთაველის თეატრზე.

მატინოვის მმართველობის მმართველობის დროს აიგო ვერის ლითონის ხიდი (დღევანდელი გალაკტიონის ხიდის ადგილზე). მანამდე ამ ადგილზე ბორანი ფუნქციონირებდა, ისევე, როგორც მუხრანის ხიდის ადგილზე. ქალაქის ბიუჯეტს ორივე ხიდის აგების საშუალება არ ჰქონდა და მიდიოდა კამათი, თუ რომელი ხიდი აეგოთ – ვერის თუ მუხრანის. ვერის ხიდს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებიც ამბობდნენ: ის ქალაქის განაპირას არის, აქ მოძრაობა არ იქნება, სჯობს მუხრანის ხიდი ავაშენოთო. საბუთად იმას ასახელებდნენ, რომ მუხრანის ხიდის ბორანი  წელიწადში 6 000 მანეთ შემოსავალს იძლეოდა, ვერის ხიდის ადგილას მოქმედი ბორანი კი – მხოლოდ რვა თუმანს. ვერის ხიდის აგების ერთ-ერთი მთავარი მომხრე იყო ნიკო ნიკოლაძე. მას კარგად ესმოდა, რომ ხიდს ქალაქის მომავალი განვითარებისთვის ჰქონდა მნიშვნელობა – ქალაქი სწორედ უმეტესად ამ მხარეს გაიზრდებაო, – ამბობდა ის.

მის აზრს დაუჯერა მატინოვმა. ხიდი 1881 წელს აშენდა არქიტექტორ უმანსკის პროექტით. სამწუხაროა, რომ ეს ხიდი დაანგრიეს გზის გაფართოების გამო.  1878 წელს მატინოვის ინიციატივით ამუშავდა პირველი თბოსადგური, შეიქმნა სანიტარული ექიმის თანამდებობა (დღევანდელი გაგებით – სასწრაფო დახმარება); ქალაქის ქუჩებში დააყენეს ლამპიონები, შეიქმნა წყალკანალის სისტემა. მატინოვი თბილისელი იყო.  თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი  პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე  მან თბილისს 200 ათასი მანეთი უანდერძა. შვილები არ ჰყავდა და თბილისს დაუტოვა მთელი თავისი ქონება. ანდერძში ასე ეწერა: „ვუტოვებ ჩემს საყვარელ ქალაქს”. 

 

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way