USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
თბილისის ისტორიულ ნაწილში, იერუსალიმის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  2048
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარები და საპარკინგე სივრცე, რომელიც მოპირკეთდა ქვაფენილით. ავტომობილებით სავალ ნაწილზე განახლდება ასფალტის საფარი.
საჰაერო კომუნიკაციები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, დემონტაჟი ჩაუტარდა ძველი გარე განათების სისტემას და მოეწყო ახალი დეკორატიული ბოძები.
სამუშაოების ფარგლებში ქვაფენილი 180 კვ.მ-ზე დაიგო, ტერიტორიის ნაწილი ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა ასევე, ეწყობა ბაზალტის ბაზალტის ბორდიურები, ასფალტის საფარი კი, დაახლოებით, 1000 კვ.მ. ფართობზე დაიგება.
სამუშაოების შესასრულებლად კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, კრწანისის
რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე და მთაწმინდა-კრწანისის ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატი დავით კაჭარავა გაეცნენ.
 
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way