USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის 4 მოქალაქე მაღალი სიცხით მოათავსეს
Date:  983

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის 4 მოქალაქე მოათავსეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ირანის მოქალაქეები კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

„კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს ირანის 4 მოქალაქე, რომელიც ჩამოსულია ირანიდან. ერთი არის ახალგაზრდა ქალი, სამი - ახალგაზრდა ვაჟი. ოთხივე მათგანი აეროპორტში სტანდარტულად შეამოწმეს და დაუფიქსირდა მომატებული ტემპერატურა. ახლა იწყებენ გამოკვლევებს, მათ ჩაუტარდებათ ყველა გამოკვლევა და პასუხი შემდეგ გვეცოდინება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოში გუშინ შეყვანილ ირანის 3 მოქალაქეს, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და ისინი უკვე გაწერეს.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way