USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
Date:  430

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია სპეცტექნიკით დაასუფთავეს. ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია გაეცნენ.
„ეს ტერიტორია „საქართველოს რკინიგზის“ მოვლა-პატრონობაშია და ამჯერად აქციის სახით საკმაოდ დიდი მოცულობის ნარჩენები გავიტანეთ. დედაქალაქის მასშტაბით მსგავს ერთობლივ აქციებს სისტემატურად ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, გთხოვთ, ნუ დავანაგვიანებთ ასეთ ადგილებს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დასუფთავების აქციაში ასევე ჩართული იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way