USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Тбилиси
თბილისის დინამოს პრეზიდენტი - ვფიქრობ, რომ ბაქოს ნეფთჩისთან ჩვენი დამარცხება კატასტროფა არ იქნება
дата:  626

საქართველოს საფეხბურთო კლუბ "დინამოს" (თბილისი) პრეზიდენტმა რომან ფიფიამ azerisport.com– ის რეპორტიორის შეკითხვებს უპასუხა.


რამდენად გქონდათ სურვილი, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონის, ბაქოს "ნეფტჩის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1-ლი შესარჩევი ეტაპი ეთამაშა?

- კარგია, რომ ნეფტჩის ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, ეს საინტერესო დაპირისპირება იქნება.


დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში საკმაოდ ამბიციურად ისაუბრა თავისი გუნდის შანსებზე. რას იტყვის კლუბის პრეზიდენტი: რა შანსები აქვს ნეფტჩის წინააღმდეგ?

- მე მჯერა, რომ ამ დაპირისპირებაში ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს.


თქვენი აზრით, რა უპირატესობა აქვს დინამოს ამ დუელში?

- არცერთ მხარეს არ აქვს რაიმე უპირატესობა. შანსები თანაბარია, მოედანზე ყველაფერი გადაწყდება.


საკმაოდ ხშირად, როდესაც საქართველოდან გუნდებთან თამაშობ, კლუბის ბიუჯეტის თემა დგება. ეს არის ერთადერთი ფაქტორი, სადაც ჩვენ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ვაჯობნით?

- ბიუჯეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გუნდის ფორმირებაში, მაგრამ ის ყოველთვის არ ეხმარება კლუბებს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა.

ნეფტჩისთან მარცხი იქნება კატასტროფა თქვენი კლუბისთვის, ან არ არის საშიში იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე, ბევრის აზრით, წყვილის ფავორიტად ითვლება?

-ფიქრობ არა. მთავარია, რომ გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენონ.


გულშემატკივრები დაესწრებიან თბილისში გამართულ მატჩს, ბაქოში საპასუხო შეხვედრაზე კი გულშემატკივარი არ დაიშვება. ეს თქვენს გუნდს რაიმე უპირატესობას მაინც ანიჭებს?

-ფეხბურთში გულშემატკივრები ყოველთვის ატმოსფეროს ქმნიან და ტრიბუნებზე მათი ყოფნა პოზიტიურია.

Тбилиси
ჟორდანიას სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოეწყობა დამთავრდა - პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.

„ეს იყო ერთ-ერთი რთული მონაკვეთი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღნიშნული კვანძი სრულად მოწესრიგდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სანაპიროსთან ქვეითად დაკავშირება უკვე შესაძლებელია ზებრა გადასასვლელით. ასევე, დამონტაჟდა ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობს - არეგულირებს გადაადგილებას, ითვლის ნაკადებს და პრიორიტეტს ანიჭებს დატვირთულ მიმართულებას. მიხარია, რომ ტერიტორია ყოველმხრივ მოწესრიგებულია, განათებული, გამწვანებული. ქალაქში გვაქვს კიდევ რამდენიმე ასეთი კვანძი, რომელსაც განახლება სჭირდება და ყველას ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერია იტყობინება, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი LED სანათებით, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 914 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати