USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მეკარე: იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ რაც გვქონდა ფეხბურთში, არ არსებობდა ასეთი დღე არ დამდგარიყო
თარიღი:  1261

26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულ დღედ დარჩება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებებს მონატრებულ ქვეყანას მოუტანა  წარმატება, რომელიც ფეხბურთის საზღვრებს გაცდა და ეროვნულ ზეიმად იქცა.  

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია დიდი საფეხბურთო ზეიმის და თამაშის შესახებ გვესაუბრება.

ოთარ გაბელია: მთელ საქართველოს მივულოცავ ჩვენი გუნდის ამ დიდ გამარჯვებას, მთელი ქვეყანა გაახარეს ჩვენმა ბიჭებმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი წარმატება უკვე მალე გვექნებოდა  საკლუბო, ან სანაკრებო დონეზე. ჩვენ სპორტული, საფეხბურთო ქვეყანა ვართ, იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ რაც გვქონდა, არ არსებობდა არ მოსულიყო დრო, როდესაც კიდევ მივაღწევდით დიდ წარმატებას. ქართველი ხალხი მიჩვეული იყო ჩვენს გამარჯვებებს, მართალია იყო დიდი წყვეტა, უცბად არ ხდება ყველაფერი, მაგრამ მთავარია ეს დღე დადგა. გული მწყდება, რომ 24-ე ადგილზე გაწერეს ჩვენი გუნდი და ცუდ გუნდად მიგვიჩნიეს,ბერძენ ჟურნალისტებსაც ბევრი არასასიამოვნო შეფასება ჰქონდათ, მაგრამ არა უშავს, ვინ გავიდა ფინალში?! ასე ალმაცერად, არასათანადოდ რომ შემოგვხედეს, თითქოს მარაქაშში რომ არ გვთვლიდნენ, იმიტომაც „დაისაჯნენ“.   

- როგორ ფიქრობთ, რა აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ თამაშის მოსაგებად?

- ბიჭების თავდადებული თამაში. ყველაფერი 100 % ით ჩადეს თამაშში, რაც კი ჰქონდათ არსენალში: მომზადება, ფსიქოლოგიური მდგრადობა. პირველი წუთიდან ბოლომდე იყვნენ კონცენტრირებული თამაშზე, ერთი წამით არ მოშვებულან, ამიტომაც დადგა ეს შედეგი. გადამწყვეტი იყო  ფეხბურთელების თავდადება, მომზადება და გუნდის შეკვრა, რაც თამაშის მოსაგებად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი, მაღალი კლასის ფეხბურთელები. გუნდის ლიდერმა შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი, მაგრამ თუ არ გყავს გუნდი, არაფერი გამოვა, თამაშს მთლიანად გუნდი იგებს ან მთლიანად გუნდი აგებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის ფაქტორი. გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ის მე -12 მოთამაშეა სტადიონზე.  

- თქვენ, როგორც გამოცდილი მეკარე როგორ შეაფასებთ ჩვენს გამორჩელ მეკარეს, მის რომელ პროფესიულ თვისებებს გამოყოფთ?

- მამარდაშვილი კარგი მეკარეა, წინ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათამაშო და მჯერა, რომ კარგად გააგრძელებს. გუნდი ძლიერია და კარგად მაშინ თამაშობს, როდესაც უკან საიმედო მეკარე დგას, იციან, რომ თუ შეცდომა დაუშვეს, უკან მეკარე გამოასწორებს, ამ დროს გუნდი თავდაჯერებულია. თუ მეკარე სუსტია გუნდი შეზღუდულია თამაშში. როდესაც საქმე პენალტებამდე მიდის, დამრტყმელი უფრო ცუდ მდგომარეობაშია და მეტი სტრესი აქვს, ვიდრე - მეკარეს, რომელიც უფრო მომგებიან პოზიციაზეა. თუ მეკარე გოლს გაუშვებს,  თერთმეტმეტრიანის გაშვებაზე  ვერავინ ვერაფერს იტყვის, თუ ფეხბურთელი ვერ შეაგდებს პენალტს, მასზე მეტი დარტყმა მოდის. არსებობს პატარა სპორტული ხრიკები, მეკარეს ფსიქოლოგიურადაც შეუძლია, რომ დააბნიოს ფეხბურთლი თერთმეტმეტრიანის დარტყმის დროს. კარგად  მახსოვს 1979 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალი, როდესაც მოსკოვში დავამარცხეთ მოსკოვის „დინამო“ პენალტების სერიაში. ჩვენ ვერ გავიტანეთ ორი პენალტი და მე მოვიგერიე სამი თერთმეტმეტრიანი. გაშვებული გოლებიც მქონდა, აბა მეკარემ თუ გოლი არ გაუშვა, ფეხბურთს ვერ ითამაშებ, ეს არის წესი (იცინის)

- იმის მიუხედავად, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში არსებობს გამორჩეული თარიღი 1981 წლის 13 მაისი, ალბათ, გული გწყდებათ, რომ  გუნდმა , რომელშიც  თქვენი თაობის არაერთი გამორჩეული ვარსკვლავი თამაშობდით, ჩაკეტილი საბჭოთა სისტემის გამო ვერ შეძლო ევროპულ ტურნირებში  მეტად თავის წარმოჩენა.  

- ჩაკეტილი საბჭოთა სისტემის მიუხედავად, ჩვენს გუნდს ჰქონდა ბევრი წარმატება, იმ დროსაც რთული იყო ჩემპიონის ტიტულის, ან საპრიზო ადგილების მოგება, რადგან მეტოქეებად ძალიან მაღალი დონის გუნდები გვყავდა. საბჭოთა კავშირში ვიყავით, მაგრამ ჩვენმა გუნდმა წააქცია ბავარია და მისი მსგავსი მაგარი გუნდები, თასების თასიც ავიღეთ და ბევრ მაგარ გუნდთან გვქონდა გამარჯვებები.   

რაც გამოვეყავით საბჭოეთს, ჩვენს გუნდს დიდი გამარჯვება არ ჰქონია. პატარ-პატარა გამონათებები გვქონდა, მათ შორის გამარჯვებები კარგ გუნდებთან, მაგრამ დიდი წარმატება არ ყოფილა. წინა პლიადაში ბევრი ნიჭიერი და ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო, არ გვქონდა ისეთი შედეგები, როგორი ფეხბურთელებიც გვყავდა.  დარწმუნებული ვარ, დიდი პაუზის შემდეგგ ეს ბიჭები   ახალ გამარჯვებებს მოუტანენ ქვეყანას, სხვაგვარად გამორიცხულია. ალბათ  არავინ მიწყენს ამის თქმას, რომ  ესგამარჯვება ჩვენ, ძველ ფეხბურთელებს განსაკუთრებულად გაგვიხარდა. ყველა სტადიონზე ვიყავით და ვგულშემატკივრობდით ჩვენს გუნდს, თამაშიც და გამარჯვებაც ემოციურად განსაკუთრებული იყო.        

 თამუნა ნიჟარაძე

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის