USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
"თბილისის ბულვარი“ იქნება კურორტი ქალაქში“ - GINO Holding-ის პრეზიდენტი €250- მილიონიან პროექტზე
თარიღი:  

სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია „თბილისის ბულვარის“ 250 მილიონევროიანი პროექტი, რომელიც აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას GINO Holding-ის პრეზიდენტმა და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

"თბილისის ბულვარი“ სავიზიტო ბარათი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - რეგიონისთვის. ის იქნება მინი მწვანე ქალაქი, რომელიც 30-ჰაზე გაშენდება. არ მოვჭრით არცერთ ხეს იმ ტერიტორიაზე, პირიქით, დამატებით 3000 უნიკალური ჯიშის ახალი ხე დაირგვება. სხვადასხვა ფუნქციის შენობა-ნაგებობები - სკოლა, ბაღი, სავაჭრო ცენტრი, სასტუმროები თავისუფალ ადგილას აშენდება. ცალკე ვაშენებთ 850 ავტომობილზე გათვლილ პარკინგის შენობას. „თბილისის ბულვარი“ უნიკალური პროექტია, რომლის მსგავსი ჯერ არ გამიკეთებია. ის იქნება, პრაქტიკულად, კურორტი ქალაქში“, - თქვა ნოდარ გიორგაძემ.

"ჯინო ჰოლდინგის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება დაწყებულია და უკვე ინვესტირებულია 7,5 მლნ ევრო. აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის, „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილია 100 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი.

ინვესტორის გეგმით, “თბილისის ბულვარის“ პროექტი, სავარაუდოდ, 5-6 წელიწადში დასრულდება.

 

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის