USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისის ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით გაიზარდა
дата:  700

19 მაისს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციის ინიციატივით გიორგი ოთხოზორიას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ კაკაურიძემ პარტიის და ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ საკრებულომ გურამ ოქროპირიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააცნო.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 26 614,6 ათასი ლარით იზრდება და 1 803 072,3 ათას ლარს შეადგენს. იზრდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს პროგრამის ასიგნება.

ბიუჯეტში ცვლილების გარდა, საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვახტანგ ლომჯარიას მოუსმინეს, რომელმაც ევროპის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის შორის საგრანტო შეთანხმების გაფორმების მიზნით, განკარგულების პროექტი წარადგინა.

დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს შორის საგრანტო ხელშეკრულების პროექტს დაუჭირეს მხარი.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა საკრებულოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო, მათ შორის რაგბის კავშირისთვის დიდ დიღომში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი.

საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, უძრავი ქონების შეძენაზე დადგენილებაში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“; „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.

იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე ობიექტებისათვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების საკითხები წარადგინა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თექვსმეტი ქუჩისთვის იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების საკითხები წარადგინა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში.

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩებს შეემატა: ექიმ მერი გელოვანის ქუჩა; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თამარ დეკანოსიძის ქუჩა; მევიოლინე მარინე იაშვილის ქუჩა; კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის ქუჩა; სახელმწიფო მოღვაწის, კრავაი ჯაყელის ქუჩა; საზოგადო მოღვაწის, მედეა ღამბაშიძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი ინჟინერი ქალის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მეზღვაური ქალის, იულია ფაილოძის ქუჩა; კალიგრაფ მანანა ზედგინიძის ქუჩა; ექიმ ბარბარე ყიფიანის ქუჩა; მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა; მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, ნინა ხუბულავას ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ქუჩა; დიპლომატ რუსუდან მიქელაძის ქუჩა; რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა; მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати