USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება
Date:  939

თბილისის მერმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. ამ თემას კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე შეეხო. მისი თქმით, მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა ბიუჯეტის პროექტის დაუსრულებელი ვერსია, რომლის თანხაც დაახლოებით 840 მილიონ ლარს შეადგენდა. კალაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ბიუჯეტის თანხა გაიზარდა.

„ვმუშაობდით ფინანსთა სამინისტროსთან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩართული იყო ასევე პრემიერ-მინისტრი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გიორგი გახარიასა და ვანო მაჭავარიანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მადლობა გადავუხადო თბილისელების გვერდში დგომისთვის. რაც შეეხება ბიუჯეტს, დაემატება 225 მილიონი. უახლოეს დღეებში გადავგზავნით თბილისის საკრებულოში განსახილველად. ჩვენს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მილიონი ლარი. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, კონკრეტულად იანვარში, ამ თანხას კიდევ 50 მილიონი დაემატება და საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი იყოს განხორციელებული დედაქალაქში ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ბიუჯეტის მესამედი, დაახლოებით 350 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება, რაც უპრეცედენტოდ მაღალი თანხაა.

კიდევ 350 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

მან იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა ნაყოფიერად ჩაივლის და დოკუმენტი მხარდაჭერას მოიპოვებს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way