გლდანის რაიონის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ტურნირი - „გლდანის თასი ფრენბურთში 2025“ გაიმართა. ტურნირს, რომელშიც გოგონების 12 და ვაჟების, ასევე 12 გუნდი მონაწილეობდა, №181 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
ჩემპიონატში, პირველი ადგილი გოგონებში №45 და ვაჟებში №118 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს; მეორე ადგილის მფლობელები ვაჟებში №45, ხოლო გოგონებში №119 სკოლის გუნდები გახდნენ; ვაჟებში მესამე ადგილი №115, გოგონებში კი №173 სკოლის გუნდმა დაიკავა.
ფინალურ შეჯიბრს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად დაესწრო და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს და მათ პედაგოგებს თასი, მედლები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, სპორტის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვას ისახავს.