USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე 3 საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი - ირაკლი ქარსელაძე
дата:  617

"დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც მთლიანად რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

"ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის“ -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მიიღეს ქართველმა სპეციალისტებმა, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში.

"სამი დღის წინ, ჩვენ ისტორიული ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დავასრულეთ. წინ კიდევ ბევრი მასშტაბური და წარმატებული პროექტებია. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ გზას ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати